ნიგერიის ქალაქ კანოს უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია.
დასავლური მედიის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის აუდიტორიაში ქრისტიანული ღვთისმსახურება მიმდინარეობდა.
აღნიშნულ ინციდენტამდე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება ადრეც მოხდა.
პასუხისმგებლობა მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

















