კოლუმბიაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ „ლენტა რუ“ იუწყება.
ვერტმფრენმა კატასტროფა ქვეყნის
ჩრდილოეთით განიცადა. მასში ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა და ყველა ადგილზე დაიღუპა.
კატასტროფის მიზეზები ცნობილი არ არის, მისი დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობს.

















