გერმანიის ეკოლოგიის მინისტრმა ნორბერტ რეტგენმა, გერმანელ პოლიტიკოსებს უკრაინაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის „ევრო 2012“-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა.
„ლენტა რუ“-ს ინფორმაციით, მინისტრის გაღიზიანება უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს ირგვლივ შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ „ევრო 2012“-ს უკრაინაში ამავე მიზეზით არ დაესწრება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში ვივიან რედინგი.
პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო 10-ე დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო მკურნალობის გამო, ტიმოშენკო ევროპაში მკურნალობაზე ნებართვას მოითხოვს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს სთხოვა დათანხმდეს ყოფილი პრემიერის გერმანიაში მკურნალობას.

















