გაერო სირიაში უახლოეს დღეებში დამატებით კიდევ 30 დამკვირვებელს გაგზავნის. ამის შესახებ BBC იყწყება.
სირიაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მაჯ გენ რობერტ მუდის განცხადებით, მხოლოდ სირიელებს შეუძლიათ ქვეყანაში ძალადობის დასრულება.
გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მოქმედების მიუხედავად, 12 აპრილიდან სირიაში ასობით ადამიანია დაღუპული.
საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოფიციალური დამასკო მიუხედავად დაპირებისა, სამშვიდობო გეგმას არ ასრულებს.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და არაბულმა ლიგამ სირიაში 300 დამკვირვებელი უკვე გაგზავნეს.

















