ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში ვივიან რედინგი უკრაინაში „ევრო 2012“-ს არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება ევროკომისრის პრესმდივანმა რედინგ მინამ გააკეთა.
„კომისარს უპირველეს ყოვლისა მისი სამუშაო რეჟიმი არ აძლევს ჩემპიონატზე დასწრების უფლებას. ის, ასევე, ძალიანაა შეწუხებული უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობით. ეს მასში დიდ პროტესტს იწვევს“- განაცხადა მინამ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე დასწრებაზე უარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც იულია ტიმოშენკოს მდგომარეობის გამო განაცხადა.
როგორც ცნობილია, პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი პროტესტის ნიშნად 10-ე დღეა შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას ბადრაგის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო მიმართა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო მკურნალობის გამო, ტიმოშენკო ევროპაში მკურნალობაზე ნებართვას მოითხოვს.

















