სირიაში ორმაგი ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი, მძიმედ დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება სირიის დღეს ქალაქ იდლიბში, სამხედო ბაზის სიახლოვეს მოხდა.
გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მოქმედების მიუხედავად, 12 აპრილიდან სირიაში 100 ადამიანია დაღუპული.
საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოფიციალური დამასკო მიუხედავად დაპირებისა, სამშვიდობო გეგმას არ ასრულებს.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















