უკრაინელმა სამართალდამცავებმა დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერაქტების სერია 2011 წელს განხორციელებულ თავდასხმებთან დააკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაცია, უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვადიმ გორინმაც დაადასტურა.
მისივე თქმით, მომხდარ თავდასხმებში ერთიდაიგივე ხელწერა შეინიშნება.
უკრაინის პოლიცია ამ დროისთვის ოთხ ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მედიასთან არცერთი არ ხმაურდება. გამოძიებამ უკვე ეჭვმიტანილების ფოტორობოტებიც გამოაქვეყნა.
დნეპროპეტროვსკში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. უკრაინელ სამართალდამცავთა განცხადებით, ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში 15 წუთიანი ინტერვალით 4 აფეთქება მოხდა.

















