სამხრეთ კორეაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8-ზე მეტმა კი - სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.
ადგილობრივ სამართალდამცავთა ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს გამთენიისას კორეის სამხრეთით მდებარე ქალაქ ვანტუან უეზდა ტუნსინში მოხდა.
ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

















