ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კანოში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 15 მოქალაქე დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დღეს სტუდენტები უნივერსიტეტის ერთ-ერთ დაბაზში ქრისტიანული სკოლის საკვირაო გაკვეთილებს ესწრებოდნენ, როდესაც მათ თავს შეიარაღებული პირი დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით სროლა დაიწყო. შენობაში აფეთქებაც მოხდა.
ადგილობრივი სამართალდამცავები ტერაქტის ორგანიზატორებს ეძებენ.

















