რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ორი გუბერნატორი და ერთი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტმა მედვედევმა იაროსლავსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი ვახრუკოვი სავარაუდოდ, ქალაქ იაროსლავში ჩატარებული მერის არჩევნების გამო დაითხოვა. როგორც პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ აქტივისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, იაროსლავის მერის არჩევნების დროს ვითარება დაუშვებლად გართულდა.
მედვედევმა პერმსკის მხარის გუბერნატორის ოლეგ ჩირკუნოვის ვადამდელი გათავისუფლების შესახებ ბრძანებასაც მოაწერა ხელი. დროებით, მისი მოვალეობის შემსრულებლად ვიქტორ ბასაგინი დაინიშნა, რომელიც მანამდე რუსეთის რეგიონალური საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მოხსნეს.

















