უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, გუშინ განხორციელებული აფეთქებების სერიაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პიროვნება დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულის ვინაობასთან დაკავშირებით.
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. უკრაინელ სამართალდამცავთა განცხადებით, ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში 15 წუთიანი ინტერვალით 4 აფეთქება მოხდა.
ბოლო ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკში ჩასვლას გეგმავს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ის ტერაქტის შედეგად დაშავებულ მოსახლეობას პირადად მოინახულებს.

















