უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობას ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა შემაშფოთებელი უწოდა.
იგი უკრაინის ხელისუფლებას ტიმოშენკოს დაშავების ფაქტის გამოძიებას სთხოვს.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანისას სცემეს. მან ამის დასტურად სხეულზე არსებული იარებიც აჩვენა, რომელიც ცემის შედეგად მიიღო.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ტიმოშენკოს ფოტოებთან ერთად გამოქვეყნებულია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელშიც ნათქვამია, რომ სხეულზე დაზიანებები მას მძიმე ნივთების გამოყენებით აქვს მიყენებული.

















