გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის მიუხედავად, სირიაში სერიოზული დარღვევები აღინიშნება, რაც შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ გაეროს
გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა.
სირიაში ბოლო დღეებში 70 ადამიანი მოკლეს, რაც ოფიციალური დამასკოსგან მიღებული დაპირებების არ შესრულებაზე მიუთითებს.
გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა, ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალან ჟუპეს განცხადებით კი, გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ძალის შესაძლო გამოყენებაზე ფიქრი უნდა დაიწყოს.

















