ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩიკაგოს სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა ნატო-ში საქართველოს წევრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატად.
ამ ინიციატივის შესახებ სენატორი ჯონ მაკკეინი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს.
„მოგიწოდებთ განაგრძოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სამიტზე ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, რაც თბილისის წევრობისთვის კარგი რუკა იქნება“- ნათქვამია წერილში.
მაკკეინი ავღანეთში საერთაშორისო მისიაში საქართველოს პარტნიორობასა და ქვეყნის დემოკრატიულ სწრაფვაზეც აკეთებს აქცენტს.
სენატორი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ ჩიკაგოს სამიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასადასტურებლად კიდევ ერთხელ გამოიყენონ, რადგან ჯონ მაკკეინის თქმით, რუსეთი აფხაზეთის და ოსეთის სამხედრო ოკუპაციას ისევ განაგრძობს.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ამერიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

















