ამერიკის შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მასშტაბურ გამოცდას გეგმავს.
„ბი-ბი-სი“ინფორმაციით, სისტემას ერთდროულად 5 რაკეტის შეჩერება მოუწევს. იმიტირებული მოწინააღმდეგე 3 ბალისტიკურ და 2 ფრთიან რაკეტას გაუშვებს.
ამერიკის შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას 3 რეგიონში შექმნის. ერთი მათგანი ევროპაში, ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით განთავსდება, მეორე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, მესამე კი, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში იქნება.

















