უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საკანში სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული სკანდალური კადრები გავრცელდა.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრში ჩანს, რომ ქალბატონი, რომელიც ყოფილ პრემიერს ძალიან ჰგავს, თავს საკმაოდ კარგად გრძნობს და საკანში მარტივად გადაადგილდება, თუმცა, საკანში მოულოდნელად შესულ მამაკაცს თავს შეუძლოდ აჩვენებს.
ასევე, კადრში გარკვევით ჩანს, თუ როგორ კოცნის ყოფილი პრემიერი მამაკაცს.
კიევის პეჩორის სასამართლომ უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს 2009 წელს გაზის ძვირად ყიდვაში და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დადო ბრალი, რის გამოც მას 2011 წელს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესდა და მას მოძრაობა თითქმის აღარ შეუძლია. ყოფილ პრემიერ-მინისტრს უკრაინის მთავრობამ საზღვარგარეთ მკურნალობის ნება არ დართო. პროტესტის ნიშნად ტიმოშენკომ უკრაინელ ექიმებთან მკურნალობაზე უარი განაცხადა.

















