ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან.
ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო სამხედრო მისია ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც გაგრძელდება.
პანეტამ არ გამორიცხა, რომ ეს საკითხი მაისში დაგეგმილ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზეც განიხილება.
ავღანეთში ნატო-ს წარმომადგენლის მარკ სედვილის განცხადებით, აშშ და ნატო ავღანეთიდან ჯარებს 2014 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიყვანენ.

















