ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა გაააკეთა.
„გადაწყვეტილება ალიანსმა თავად მიიღო. გასულ კვირაში ანდრეს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა სურვილი, რომ ავღანეთში შეხვედრებს რუსული მხარეც დასწრებოდა, თუმცა, ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისგან პასუხი არ მიუღია“- განაცხადა ნულანდმა.
ნატო-რუსეთის მთავარ შეუთანხმებელ საკითხად ისევ ანტისარაკეტო სისტემის საკითხი რჩება.

















