თურქეთი საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან და უკრაინასთან ურთიერთობების განვითარებით კმაყოფილია.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დაუთოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობა დადებითად ვითარდება, მაგრამ ისრაელთან, სომხეთსა და სირიასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, რადგან მათი პოლიტიკა სხვა ხალხებისა და საკუთარი ხალხის საწინააღმდეგოა.
მისივე განცხადებით, დადებითი შედეგი მოაქვს თურქეთის პოლიტიკას, რომლის საფუძველია ქვეყანას მეზობლებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდეს.

















