დაღესტანში, მახაჩყალას სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზას ბოევიკები დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ლენტა რუ" ავრცელებს.
ადგილობრივ სამართალდამცავთა ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ორმხრივი შეტაკების შედეგად, ერთი თავდამსხმელი ადგილზევე დაიღუპა, დანარჩენებმა კი - შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
აღნიშნულ შემთხვევას ადგილობრივი სამხედროები უვნებლად გადაურჩნენ.

















