რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპოზიციამ 6 მაისს დაგეგმილი "მილიონიანი მარშის" გამართვის შესახებ დღეს მოსკოვის
მერიაში განცხადება შეიტანა. ამის შესახებ "ნოვოსტი რუ" იუწყება.
მარში ტრიუმფალური მოედნიდან მანეჟის მოედნამდე მოეწყობა.
მოძრაობა " მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორის სერგეი უდალცოვის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური სანქცირებული საპროტესტო აქცია ტრიუმფალურ მოედანზე ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს, 6 მაისს გაიმართება.
"მილიონიანი მარში" 15:00 საათზე დაიწყება.
რუსეთში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.

















