ბაქოში აზერბაიჯანული ოპოზიციის სანქცირებული მიტინგი ექსცესების გარეშე დასრულდა.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მიტინგზე 3 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
აქცია მოძრაობა „საზოგადოებრივი პალატის“ ორგანიზებით მოეწყო და მასში მსხვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები მონაწილეობდნენ.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მათი მიზანი აზერბაიჯანში თავისუფლების მიღწევაა.
ამასთან, პარტია „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ თავმჯდომარემ ალი კერიმლიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციიის აქციების ეშინია.

















