სირიის ჩრდილოეთით ხელნაკეთ ბომბზე სამხედრო ავტობუსის აფეთქების შედეგად არმიის ერთი ოფიცერი გარდაიცვალა, 42-მა მგზავრმა კი, სხეულის მძმე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფებების თავდასხმები პოლიციელებზე, სამხედრო მოსამსახურეებსა და მოქალაქეებზე სირიაში კვლავ გრძელდება.
თავის მხრივ, სირიის ოპოზიციის აქტივისტები ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

















