ჰოლანდიაში, მომხდარ სარკინიგზო კატასტროფაზე გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს.
შესაბამისი ორგანოები ცდილობენ დაადგინონ შეჯახება ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა, თუ ის მატარებლის მემანქანის ბრალი იყო.
წინასწარი ინფორმაციითა და გავრცელებული კადრების თანახმადაც, არც ერთი მატარებელი ლიანდაგიდან არ გადასულა, ამიტომ შეჯახების გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამის დასავლეთით ორი სამგზავრო მატარებლი ერთმანეთს გუშინ შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 125 მგზავრი დაშავდა, მათ შორის 13-ის მდგომარეობა მძიმეა.

















