ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკო დაკავებულ ოპოზიციონერებს მათ მიერ შეწყალების წერილის დაწერის შემთხვევაში გაანთავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „იტარ- ტასი“ ავცელებს.
„პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერების საქმეს მხოლოდ მას შემდეგ გადავხედავ, როცა მათგან შეწყალების ბარათებს მივიღებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პატომრობაში დარჩენა ვადის ამოწურვამდე მოუწევთ“ -განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავებული პატიმრების განთავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდა. მათი მოთხოვნების იგნორირების საპასუხოდ კი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით ლუკაშენკოს მთელი რიგი სანქციები დაუწესდა.
ბელორუსი ოპოზიციონერები გასულ წელს არასანქცირებული აქციის გამართვის ბრალდებით დააკავეს.

















