მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი სერგეი უდალცოვი დღეს გამართულ აქციის მსვლელობისას დააკავეს.
„ინტერფაქსის“ ცნობით, „მემარცხენე ფრონტის“ წევრებმა დღეს გამართულ არასანქცირებულ აქციაზე რუსეთის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელობა კი - სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს.
აქციას მოგვიანებით „კომუნისტური პარტიის“ წევრებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქმედმა პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წევრებისთვის 2011 წლის მთავრობის მუშაობის ანგარიში წარდგენისას აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არანაირი ბაზის აშენებას არ გეგმავს. საჭიროების შემთხვევაში კი, რუსეთი ნატოს მხოლოდ საჰაერო ტრანზიტის განხორციელებაში დაეხმარება.

















