მექსიკაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20-ზე მეტმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
„новости ру“-ს ინფორმაციიით, მექსიკის აღმოსავლეთით მოძრავი ავტობუსი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევის ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

















