გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნმა განცხადებით, სირიის მთავრობა გაერო-ს სპეცწარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას ბოლომდე არ ასრულებს, რის გამოც სირიაში დამატებით კიდევ სამასი დამკვირვებელი შეიძლება გაიგზავნოს.
„აღსანიშნავია რომ სირიაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ სირიის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ბოლომდე არ ასრულებს. დასახლებული პუნქტიდან შეიარაღებული ტექნიკა ამ დრომდე არ არის გაყვანილი, აქედან გამომდინარე ჩვენ სირიაში დამატებით 300 დამკვირვებლის გაგზავნას ვგეგმავთ”- განაცხადა ბან კი მუნმა.
სირიის ხელისუფლება ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წერილობით გარანტიებს ითხოვდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული შეტაკებები სირიაში ისევ გრძელდება.

















