საფრანგეთში დღეს პოლიტიკური აგიტაციების ბოლო დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში წინასაარჩევო სამზადისი დღეს დასრულდება. 22 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საპრეზიდენტო კანდიდატებს დღეს უკანასკნელად აქვთ შესაძლებლობა ამომრჩეველებს საკუთარი შეხედულებები გააცნონ.
ხვალიდან კი - ხალხს საშუალება მიეცემა მშვიდად და ცივი გონებით გაანალიზოს კანდიდატთა საარჩევნო კამპანია, შეაფასოს და სასურველი არჩევანი გააკეთოს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 22 აპრილსაა დანიშნული. მეორე ტური კი - 6 მაისს გაიმართება. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია.

















