ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს.
როგორც რასმუსენმა განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, რომელზეც ალიანსი და რუსეთი ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, მათ შორისაა საქართველოს საკითხიც.
"ალიანსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უჭერს მხარს. ნატო და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი"- განაცხადა რასმუსენმა.
შეხვედრაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხზეც იმსჯელეს.

















