სირიის მთავრობა გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის მიერ შემუშავებულ ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას ბოლომდე არ ასრულებს. ამის შესახებ განცხადება
გაერო-ს გენერალულმა მდივანმა ბან კი მუნმა გააკეთა.
"აღსანიშნავია, რომ სირიაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ სირიის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ბოლომდე არ ასრულებს. დასახლებული პუნქტიდან შეიარაღებული ტექნიკა ამ დრომდე არ არის გაყვანილი"- განაცხადა ბან კი მუნმა.
სირიის ხელისუფლება ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წერილობით გარანტიებს ითხოვდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და არაბულმა ლიგამ სირიაში 250 დამკვირვებელი გაგზავნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული შეტაკებები სირიაში ისევ გრძელდება.

















