ევროკავშირი სირიას მთელ რიგ ახლ სანქციების დაუწესებს. ამის შესახებ განცხადება ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა გააკეთა.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 23 მარტს სირიას სანქციები უკვე დაუწესდა, ჩვენ კიდევ მთელი რიგი სანქციების ამოქმედებას ვგეგმავთ“- განაცხადა ეშტონმა.
უკვე დაწესებული სანქცია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მის მეუღლესაც ეხება. სანქციის პირობებში, მათ ევროკავშირის ქვეყნებთან ყველანაირი ურთიერთობა ეკრძალებათ, მათ შორის საქმე ეხება საბანკო გადარიცხვებსაც.

















