რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ „კონსულტაციების გეგმა 2013 -წლამდე“ გააფორმეს.
„აღნიშნული გეგმა სხვადასხვა საკითხებში რუსულ-აფხაზურ ორმხრივ ურთიერთობას ეხება“ - განაცხადა დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინტბამ.
„აპსნიპრესის“ ინფორმაციით, ლავროვმა და ჩირიკბამ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
სერგეი ლავროვისა და ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვედრა გუშინ რუსეთში შედგა.

















