მექსიკაში ვულკან პოპოკატეპეტლის გააქტიურების საფრთხე იზრდება.
ვულკანმა ფერფლის ამოფრქვევა უკვე დაიწყო.
საფრთხის გათვალისწინებით 5,5 კილომეტრის რადიუსში მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. გამოიყო სპეციალური დროებითი საცხოვრებელი ადგილები, რომლებიც იმ შემთხვევაში დაიტვირთება, თუ მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

















