2011 წლის 22 ივლისს, კუნძულ უტოიაზე ორმაგი ტერაქტის განხორციელების დროს 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის, ანდერს ბრეივიკის
სასამართლო პროცესი ათი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ სად მოუწევს შემდგომი 21 წლის გატარება ტერორისტს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თუ ფსიქიატრიულ კლინიკაში.
ათი კვირის განმავლობაში ნორვეგიის სასამართლო ყველა სტუდენტის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს. მათ შორის 10 მაისს განიხილება საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის საქმე, რომელიც იმ 77 ადამიანს შორის იყო, ვინც კუნძულ უტოიაზე ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტებს ემსხვერპლა.
ტერორისტი ამ დრომდე დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.
ანდრეს ბრეივიკს კუნძულ უტოიაზე 2011 წლის 22 ივლისს ორი ტერაქტის განხორციელებისას 77 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.

















