ასტრახანში დღეს ოპოზიციური ძალების მიერ გამართული არასანქცირებული აქციის მსვლელობისას რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რუსი ოპოზიციონერების მიერ ორგანიზებულ არასანქცირებულ აქციაზე ასტრახანში ჩატარებულ მერის არჩევნებს და მოშიმშილე აქციონერების დაკავებას აპროტესტებდნენ.
რუსეთის გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქცია კი, პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს - 6 მაისს იგეგმება.

















