მოსკოვში, პუშკინის მოედანზე დღეს ერთდროულად ორი არასანქცირებული აქციის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.
რუსი ოპოზიციონერების მიერ ორგანიზებული არასანქცირებული აქცია ასტრახანში მოშიმშილე აქციონერების მხარდასაჭერად იგეგმება.
აქციები ადგილობრივი დროით 12:00 და 14:00 საათზე დაიწყება.
რუსეთის გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქცია კი, პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს - 6 მაისს იგეგმება.

















