აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას გაზრდის. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ის ეცდება მსოფლიო საზოგადოება ჩრდილოეთ
კორეის იზოლირების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
"ჩვენი რჩევის მიუხედავად, ფხენიანმა მაინც გადაწყვიტა შორსმოქმედი რაკეტის გამოცდა, რაც რეზოლუციას ეწინააღმდეგება. ჩვენ აუცილებლად გავზრდით ფხენიანზე ზეწოლას. მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეის იზოლირება აუცილებელია, რაშიც მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მაქვს" - განაცხადა ობამამ.
გაერო-ში ამერიკის წარმომადგენლის სუზან რაისის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება დაგმო.
ფხენიანის ექსპერიმენტი გუშინ წარუმატებლად დასრულდა. შორსმოქმედი რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა და მისი დეტალები ოკეანში ჩავარდა.

















