იაპონიაში კუნძულ ხონსიუს სანაპიროსთან 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება.
მიწისძვრის ეპიცენტრი 13,6 კმ-ის სიღრმეში მდებარეობს. მიწისქვეშა ბიძგები 18 პრეფექტურაში იგრძნობოდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, შესაბამისი სამსახურები ცუნამის საფრთხესაც გამორიცხავენ.

















