17 აპრილს პარიზში „სირიის მეგობართა“ ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალენ ჟუპე გახსნის.
ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესს-მდივანი ბერნერ ვალერო ავრცელებს.
მისივე განცხადებით, შეხვედრის მიზანი სირიაში გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის გეგმა და სირიისთვის დაწესებული სანქციები იქნება.
სტამბოლში 1 აპრილს „სირიის მეგობართა ჯგუფის“ რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, დიპლომატებმა სირიის მთავრობისადმი დამატებითი სანქციების ამოქმედების საკითხზე იმსჯელეს.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, ამ დროისთვის სირიაში ცეცხლი შეწყვეტილია. კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















