გაერთიანებული ერების ორგანიზაცის 200 დამკვირვებელი სირიაში ამ დროისთვის არსებულ მშვიდ და სტაბილურ მდგომარეობაზე აკეთებს ანგარიშს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა
მდივანმა ბან კი მუნმა განაცახდა. იუწყება "ბი-ბი-სი".
გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ძალაში გუშინ შევიდა.
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, ქვეყანაში ცეცხლი შეწყდა.
თუმცა, დასახლებულ პუნქტებში მძიმე ტექნიკა კვლავ რჩება. სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებდა.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















