აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთს 2012 წლის ივნისის მიწურულს ეწვევა.
განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ გააკეთა.
"აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ვიზიტის ფარგლებში, პეტერბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ქალების როლის მნიშვნელობას ეძღვნება" - განაცხადა მინისტრმა.

















