ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მიუხედავად, შორსმოქმედი თანამგზავრული რაკეტა დღეს გამთენიისას გამოსცადა. თუმცა, ექსპერიმენტი წაუმატებლად დასრულდა. ინფორმაციას
ამის შესახებ "ბი-ბი-სი"ავრცელებს.
რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა და მისი დეტალები ოკეანში ჩავარდა.
მომხდარმა ფაქტმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიქცია.
ფხენიანმა რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის პირველი ხელმძღვანლის კიმ ირ სენის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.
საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეის ეს გადაწყვეტილება დაგმო.

















