მახაჩყალაში საკუთარ სახლში დაღესტნის სამხედრო პროკურორის თანაშემწე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი"ავრცელებს.
მოკლულის ბინაში 5 თავდამსხმელი გვიან ღამით შეიჭრა.
ბოროტმოქმედებმა ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ოჯახის უფროსი ჯერ აწამეს, შემდეგ კი - მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ მკვლელობის კავშირს გარდაცვლილის სამსახურეობრივ საქმიანობასათან.

















