მექსიკაში მიწისძვრების სერია გრძელდება.
რამდენიმე წუთის წინ მექსიკაში მიწისძვრა ისევ განმეორდა, რომლის სიმძლავრემ 6,9 მაგნიტუდა შეადგინა.
იუწყება „ბი-ბი-სი“.
მექსიკაში დღეს ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. დილით მისი სიმძლავრე 7 მაგნიტუდა იყო.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

















