სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, ქვეყანაში ცეცხლი შეწყდა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ სირიის დასახლებული პუნქტებიდან მძიმე ტექნიკა ამ დრომდე არ გაუყვანიათ.
ცხელი წერტილებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე სირიის ხელისუფლება ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის წერილობით გარანტიას ითხოვს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ის აღშფოთებულია სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ და აქტიურად ვადევნებვთ თვალს მიმდინარე მოვლენებს“ - განაცხადა კლინტონმა.
როგორც ცნობილია, სირიაში ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტის ვადა დღეს იწურება. კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















