საერთაშორისო საზოგადოება ფხენიანის მიერ კოსმოსში ბალისტიკური მექანიზმის გამოყენებით შორსმოქმედი რაკეტის გაშვებას აპროტესტებს.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში სიუზენ რაისმა გააკეთა.
მისი თქმით, ყოველი რაკეტის გაშვება, რომელშიც ბალისტიკური ტექნოლოგია გამოიყენება, გაერო-ს რეზოლუციებს არღვევს. ვაშინგტონი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფხენიანის ქმედებებზე პასუხს მოსთხოვს.
ფხენიანი თანამგზავრული რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.

















