რუსეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მალე პრეზიდენტის რანგში შეუდგება მუშაობას, ამ წუთებში სახელმწიფო სათათბიროს
წევრებს მთავრობის მუშაობის გასული წლის ანგარიშს აბარებს.
პუტინმა სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთში სოციალური უთანასწორობის საკითხზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, აღნიშნულის აღმოსაფხვრელად კოლეგებთან ერთად ინტენსიურ მუშაობას გეგმავს.
"ეხო მოსკვის" ინფორმაციით, პრემიერის სახელმწიფო სათათბიროში მისვლის გამო, დუმის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, გადაკეტილია შენობის ირგვლივ ტერიტორია, შენობაში ყოფნის უფლება მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს აქვთ.
ოპოზიციონერი აქტივისტები მთავრობას ლოზუნგით - "თეთრი დუმა" აქციის მოწყობით ემუქრებოდნენ.
სანქცირებული აქცია მოსკოვში 6 მაისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისსაა დაგეგმილი.

















