ავღანეთში განხორციელებულმა მორიგმა ტერაქტმა 20 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი გუშინ გვიან საღამოს აიფეთქა. დაიღუპა 20 ადამიანი, რამდენიმე მძიმედ დაშავდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე საკუთარ თავზე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

















