რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო საქართველოში ამერიკის სამხედრო ლაბორატორიების არსებობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ეს განცხადება
ონიშჩენკომ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ქვეყნის მთავარმა სანიტარმა რუსეთში ღორის ეპიდემია გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოში არსებული მსგავსი ლაბორატორიები გახდა ამის მიზეზი.
მისივე განმარტებით, მომავალ კვირას რუსი სპეციალისტები აშშ-ს ეწვევიან და ადგილზე შეეცდებიან ამ საკითხების განხილვას.

















